ახალი ამბები
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300-ს მიაღწია
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია გვიან საღამოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე განთავსდა. 

თუკი 14 აპრილის დილის მონაცემებით, 296 დადასტურებული შემთხვევა იყო, 12 საათის შემდეგ, კიდევ 4-ს დაუდგინდა.

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 69; გარდაცვლილი - 3; კარანტინის რეჟიმში - 4990; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462;
Print

სტატიის გამოყენების პირობები