ახალი ამბები
ჭვრინისში ერთი ოჯახის ყველა წევრს COVID-19 არ დაუდასტურდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში კორონავირუსი არ დადასტურდა. ამის შესახებ მერის წარმომადგენელმა,მარიამ გულისაშვილმა გვაცნობა.

მისი თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე ოჯახის 5 წევრს ნიმუშები აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში შესამოწმებლად გააგზავნეს:

,,ერთი ოჯახი სოფელი ჭვრინისიდან გუშინწინ გადაიყვანეს თბილისში, სავარაუდოდ, კორონა ვირუსის ნიშნებით. ესენი იყვნენ დედა, შვილი, რძალი და ორი პატარა შვილიშვილი, მაგრამ დილას გავიგე, რომ უარყოფითი პასუხი მოვიდა. რამდენადაც ვიცი დღეს გამოწერდნენ." - გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭვრინისში.

სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306 მდე გაიზარდა. 15 აპრილის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონა ვირუსით გარდაცვლილია 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 462 პირი. საზღვარგარეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი ადამიანი.

მსოფლიოში, კორონავირუსით დაავადებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა უკვე 2,000,243 მიაღწია. დაღუპულთა რაოდენობა 126,758 -ია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 484, 748.7)
Print

სტატიის გამოყენების პირობები