ახალი ამბები
ხოვლეში აღებული 12-ვე ნიმუშიდან COVID-19 არ დადასტურდა - შემოწმება განმეორდება ორი კვირის შემდეგ
,,ხოვლეში აღებული 12-ვე ნიმუშიდან პასუხები უარყოფითია" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის ცენტრის წარმომადენლებმა განუცხადეს.

ის ადამიანები, ვისგანაც ნიმუშები აიღეს, ორი კვირის განმავლობაში, მკაცრ თვითიზოლაციაში დარჩებიან და ტესტებს განმეორებით ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, გუშინ, კაპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ნიმუშები ყველა იმ პირისგან აიღეს, ვისთანაც საპატრიარქოს დაცვის წევრს შემხებლობა ჰქონდა. გარდა ნიმუშებისა, სოფელში 1000-მდე ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306 მდე გაიზარდა. 15 აპრილის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონა ვირუსით გარდაცვლილია 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 462 პირი. საზღვარგარეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი ადამიანი.

მსოფლიოში, კორონავირუსით დაავადებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა უკვე 2,000,243 მიაღწია. დაღუპულთა რაოდენობა 126,758 -ია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 484, 748.7)
Print

სტატიის გამოყენების პირობები