ახალი ამბები
კასპში უკიდურესად გაჭირვებულ 2000 ოჯახს მერია პროდუქტებს მიუტანს
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის ოჯახები, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან, პროდუქტებს მერიის მიიღებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიაში 14 აპრილს მიიღეს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნინო ჯინიყაშვილის ცნობით, დახმარებას 2 ათასი ოჯახი მიიღებს.

,,როგორც თქვენთვის ცნობილია ახალი კორონა ვირუსის პანდემიის (COVID - 19) პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ეს განაპირობებს რიგ შეზღუდვებს, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, მათ ეკონომიკური პრობლემების გამო ექმნებათ საფრთხე და დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფენ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას." - აღნიშნავს ნინო ჯინიყაშვილი.

მისი განმარტებით, მოწყვლად ჯგუფებში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ითვლებიან, რომელთა დასახმარებლად 100 000 ლარი გამოიყო. მოწყვლად ჯგუფებს დაურიგდება:

ფქვილი - 5 კგ,

შაქარი - 3 კგ,

ზეთი - 3 ლ,

ბრინჯი - 3 კგ,

ვერმიშელი ან მაკარონი -3 კგ,

საქონლის ტუშონკა 2 ცალი.

სულ 100 000 ლარის ოდენობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები