ახალი ამბები
ლავროვი COVID 19-ის გამო ცხინვალს დახმარებას პირდება
ცხინვალს, კორონავირუსთან ბრძოლაში, მოსკოვისგან დამატებითი დახმარების იმედი აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დახმარების მოთხოვნით, მოსკოვს როგორც ,,ესენგეს" ქვეყნებმა, ასევე დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა მიმართეს.

ამის შესახებ იმ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც დღეს გაზეთმა კომერსანტმა გაავრცელა.

,,ჩვენ ყველა მიმართვას განვიხილავთ და მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება" - განაცხადა ლავროვმა ინტერვიუში. დიპლომატმა განმარტა, რომ რუსეთი ამ ქვეყნებს არაერთხელ დახმარებია როგორც ექიმებით, ასევე, ტესტებით.

თუმცა, ლავროვის თქმით, დახმარების შესახებ მიმართვიანობა კვლავ გაიზარდა, ხოლო რუსეთი თავის თანამეგობარ წევრ ქვეყნებს კვლავაც დაეხმარება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ლოდინისა და გზის გათვალისწინებით, ნიმუშებს სტავროპოლში გზავნიან, საიდანაც პასუხებს 3 დღეში იღებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები