ახალი ამბები
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა
აქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 16 აპრილის საღამოს მდგომარეობით, კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა და უკვე 340 დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში.

"იმედი მაქვს ჩვენ აკრძალვებს არ შევუშინდებით და ყველაფერს შევასრულებთ, რაც გვევალება. მატება იქნება ზომიერი და კონტროლირებადი, დავძლევთ ამ პრობლემას რყევების გარეშე, მოგიწოდებთ ყველას, ვეცადოთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია გადავაგოროთ და შევძლოთ ზომიერი მატების შენარჩუნება", - გამაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, დღეს საღამოს დაემატა 2 ადამიანი და შეადგენს ჯამში - 76 პირს. მარინა ეზუგბაიას თქმით, მოკლე ხანში ელოდებიან ამ ციფრის გაზრდას.

ამ დროისთვის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 494 ადამიანი, ხოლო კარანტინის რეჟიმში 5 000, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოტყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კორონავირუსის გამო საგანგებო რეჟიმი საქართველოს მაშტაბით 10 მაისამდე გაგრძელდება
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები