ახალი ამბები
,,თუ მრევლი არ დარჩება სახლში, მაშინ მედავითნეები დავრჩებით" - სურამის წმ. მარინეს ეკლესია
დიდ ხუთშაბათს სურამში, წმ მარინეს სახელობის ეკლესიაში წირვა მრევლის გარეშე ჩატარდა. თუმცა, პროცესი სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადიოდა.

როგორც მედავითნეები აცხადებენ, ასე გაგრძელდება ბრწყინვალე შვიდეულის სხვა დღეებში.

ზვიად გოგუაძე, ჯერ კიდევ, გუშინ 15 აპრილს წერდა, რომ თუ მრევლი არ დარჩება სახლში, მაშინ მედავითნეები დარჩებოდნენ სახლში.

მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა, რომლის შედეგად საქართველოში უკვე 348 ადამიანია დაინფიცირებულია.



სურამის წმ. დიდმოწამე მარინეს სახელობის ტაძარი აგებულია 1995 წელს ძველი ნატაძრალის ადგილზე. 1997 წლის თებერვალში ტაძარი მოილოცა და დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ტაძარი ნაკურთხია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის მიერ 1997 წლის 26 ივლისს. 1999 წლიდან ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი დავით ლომიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები