ახალი ამბები
გორის საკათედრო ტაძარში მრევლის დიდი ნაწილი აღდგომას არ ესწრება
გორის საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულს ძირითადად სასულიერო პირები, მგალობლები და მედავითნეები ხვდებიან. 

ხალხის განსაკუთრებული სიმრავლით არც ეზო და არც ეკლესიის შიდა ინტერიერი არ გამოირჩევა. მიტროპოლიტის მოწოდება, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, თითქმის სრულდება.

,,კომენდანტის საათი მოქმედებს და არ იცვლება არც აღდგომის ღამეს, ამიტომ მრევლი შეიკრიბება ტაძარში უფრო ადრე. ტაძრის ეზო არის ყვავილებით მოხატული, დანიშნული ადგილებია. ვისაც რაღაც საფრთხე გააჩნია, თუნდაც გაცივდეს აღდგომის ღამეს, ის თავს შეიკავებს და სახლში დარჩება. თავისთავად ეხება ეს მოხუცებსაც და ბავშვებსაც, დიახ, მე ამას მოვუწოდებ. რადგან ცივა ტაძრის გარეთაც და გაითვალისწინონ გაციების შესაძლებლობა." - აღნიშნა მეუფე ანდრიამ დიდ ხუშთაბათს.

დღეს დაახლოებით 19 საათზე, საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა: ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ აღდგომილ მაცხოვარს ყველანი ერთად ანთებული სანთლებით შევხვდეთ ღამის 12 საათიდან." - აღნიშნულია განცხადებაში.




Print

სტატიის გამოყენების პირობები