ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით მე-4 პაციენტი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-4 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გარდაცვალების ფაქტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დაფიქსირდა.

კლინიკა "მედლაფას" რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის განცხადებით, პაციენტი 21:50 საათზე დაიღუპა.

"პაციენტი 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში, გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს. 13-დან გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება. პაციენტს აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღთა დაავადებები. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი გადარჩენა", – განაცხადა ლევან ანთაძემ.

18 აპრილის 23 საათის მონაცემებით COVID_19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, საქართველოში,  388-ს მიაღწია..

მათ შორის გამოჯანმრთელდა 86, კარანტინის რეჟიმში 4971 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 519.
Print

სტატიის გამოყენების პირობები