ახალი ამბები
გორის სასაფლაოების მისასვლელებს პოლიცია აკონტროლებს
მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მოქალაქეებს საფლავებზე გასვლის უფლება არ ექნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 17 აპრილს განცხადა.

დღეს დილიდან პოლიცია გორის სასაფლაოების მთავარ მისასვლელებს აკონტროლებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ "დილივერი სერვისი". ასევე, 17 აპრილიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.

,,მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა ჭირისუფალს, გთხოვთ, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. მე გპირდებით, მოვივლი ყველა სასაფლაოს და წყლის სხურებით და ქრისტე აღსდგას გალობით, ის რაც საჭირა დღეს მათი სულებისთვის აღვასრულებ მე, თქვენს ნაცვლად. მხოლოდ თქვენ გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ის რაც საჭიროა გავაკეთებ მე. ერთმანეთის ხელშეწყობით, ერთმანეთის დახმარებით შევძლოთ ამ საშინელი დაავადების დამარცხება",-განაცხადა მამა ლუკამ (კარელიძე)." - დეკანოზმა ლუკამ (კარელიძე), რომელიც გორის სამების ტაძრის წინამძღვარია.

19 აპრილის 15 საათის მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 394; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 86; გარდაცვლილი - 4; კარანტინის რეჟიმში - 5094; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547

Print

სტატიის გამოყენების პირობები