ახალი ამბები
გორელ მამაკაცს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდგინდა
გორში მცხოვრებ 47-წლის მამაკაცს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის რიგითი მოსამსახურეა, ახალი კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა.

მამაკაცი საინჟინრო ბრიგადიდან პირდაპირ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, Covid-19 მას თანამშომლისგან გადაედო.

თანამშრომელს რომლისგანაც გორელი მამაკაცი დაინფიცირდა, სავარაუდოდ კორონავირუსი მამამისისგან გდაედო, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ერევანში სანძიმარზე იმყოფებოდა.

Qartli.ge ესაუბრა დაინფიცირებულ მამაკაცს. ის თავს კარგად გრძნობს და გვიყვება, თუ საიდან მოხდა მისი დაინფიციება კორონავირუსით.

,,14 აპრილს ნაწილში ვიყავი, 37.2 ხაზი მომცა სიცხე, ამიღეს ანალიზი, დამიდასტურდა კორონავირუსი და სამსახურიდან ეგრევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმომიყვანეს. ვერსია არის ის, რომ ჩემი თანამშრომლისგან გადამედო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, საიდან ან როგორ მოხდა ჩემი დაინფიცირება. ჰისპიტალში ვაგრძელებ მკურნალობას, თავს კარგად ვგრძნობ, მედპერსონალიც ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევს. გორში ვცხოვრობ, მაგრამ სამი თვე ნაწილიდან არც გავდიოდი. ოჯახის წევრებთანაც არ მქონია შემხებლობა. ჩემს სხვა თანამშრომლებს აქვთ თუ არა ვირუსი, ვერ გეტყვით, არ მაქვს შეხება და ალბათ დაადგენდნენ შესაბამისი სამსახურები", - აღნიშნა Qartli.ge-სთან საუბრისას ინფიცირებულმა მამაკაცმა.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელი აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა და გორის ჰოსპიტალში გადაგვამისამართა.  დაინფიცირებული პაციენტების შესახებ ინფორმაციას არც გორის სამხედრო ჰოსპიტალის წარმომადგენლობა გასცემს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები