ახალი ამბები
ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდა 27 აპრილამდე
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო ავტომობილებით გადაადგილება - 27 აპრილამდე. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მიიღეს.

გადაწყვეტილების შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.

,,როგორც მოგეხსნებათ COVID 19-ის გლობალური გამოწვევა მძიმედ აისახება მოქალაქეზე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მთავრობის ბრძოლა იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რომ პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე 1 თვით ადრე დაიწყო ვირუსის გავრცელების შეფერხება. ეს პროცესი იყო თანმიმდევრული. სწორედ, ამის შედეგია, რომ ამ დროისთვის გვაქვს 408 დადასტურებული შემთხვევა." - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო რთულდება წყაროების დადგენა. ქვეყანა სრულმასშტაბიან გავრცელების ეტაპზეა.

,,მომდევო 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რათა ამ ფაზას მოვაყოლოთ გახსნის ფაზაც, რასაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ჰქვია. ეს პროცესი ისეთივე წარმატებით უნდა განხორციელდეს, როგორც შეზღუდვების დაწესების პროცესი." - განაცხადა ჩიქოვანმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები