ახალი ამბები
სოფლის მოსახლეობა ნაკლებად ასრულებს რეკომენდაციებს - პაატა იმნაძე
დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ქალაქების მოსახლეობა ასრულებს რეკომენდაციებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, პაატა იმნაძებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, სოფლის მოსახლეობამ სამწუხაროდ, იმ დღეების განმავლობაში, როდესაც ეპიდემიოლოგები სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ, არ შეასრულა და არ ასრულებს რეკომენდაციებს.

,,სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებთან და მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ. ეს ნიშნავს საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხაროდ, ამას ვიმკით, რაც ხდება დასახლებებში. ძირითადად, ეს ხდება ბოლნისში. თეთრიწყაროს რაიონშიც არის შემთხვევები, იქ მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა, რა პირობებში მოხდა, პროფესიულ თუ საყოფაცხოვრებო პირებში ვისურის გავრცელება" - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში.  კიდევ 29 პაციენტი დაინფიცირდა. stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი. ამავე ვებ-გვერდის მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვი 485-ს შეადგენს.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა, რომელიც 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 31 მარტიდან კი, კომენდანტის საათია გამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები