ახალი ამბები
რას თანხას იხდის გორის მერია პროდუქტებში
2020 წლის 18 აპრილიდან 2 მაისის ჩაითვლით გორის მერია 3 ათასამდე ოჯახს პროდუქტებით ეხმარება. ამის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. 

ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხას მერია შპს ,,ლატერას" უხდის, რომლის ხელმძღვანელები არიან ლაშა ლაზარაშვილი და ალექსანდრე გედენიძე. 

პროდუქტების შეძენა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში განხორცილებული შეზღუდვების გამო, გადაწყვიტეს. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ის უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად შეიძინეს.



პრეს-სამსახურის ცნობით, გრძელდება ასევე  შემოწირული პროდუქტების განაწილება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები