29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები,
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის
06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00
სთ-მდე, შეძლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო ავრცელებს, სადაც სპეციალური საშვების გაცემას
მოახდენენ.
ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე წწწ.მეპა.გოვ.გე. მოქალაქემ
აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12
საათით ადრე.
შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული
და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან
მრავლჯერადს).
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს
ელექტრონულად.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და
ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა
მიმართონ რეგიონულ შტაბებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს (რეგიონის
მიხედვით ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 2).
სტატიის გამოყენების პირობები