ახალი ამბები
საქართველოში 496 დაინფიცირებულიდან 149 გამოჯანმრთელდა - COVID 19
საქართველოში კორონავირუსისგან 149 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვი 496 -ს შეადგენს. გარდაცვლილია 6 პაციენტი.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლი
ო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა, რომელიც 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 31 მარტიდან კი, კომენდანტის საათია გამოცხადებული.

ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები