ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ხიდისყურში კარანტინი მოიხსნება
დღეს, 15 საათზე, ხაშურის სოფელ ხიდისყურში საგუშაგო პოსტები მოიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობა კარანტინის რეჟიმისგან გათავისუფლდება.

ამის შესახებ წწწ.ქარტლი.გე-ს რეგიონის ანტიკრიზისული საბჭოს პრეს-სამსახურიდან აცნობეს. შესაბამის განცხადებას სოფლის შესასვლელში საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ხოჯევანიშვილი გააკეთებს.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე მიიღო.

სოფელში იკრძალებოდა შესვლა და გამოსვლა. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლოთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება.

11 აპრილს ამ სოფელში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები