ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სანიტარს დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრებ გოგონას, რომელიც ჰოსპიტალში სანიტრად მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა 

ამის შესახებ ინფორმაცია ტყვიავის საავადმყოფოს დირექტორმა, ზურაბ ჯალაბაძემ დაგვიდასტურა.

მისი თქმით, ინფიცირებული ქალი, მეუღლესთან ერთად, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

,,ეს გოგონა სანიტრად მუშაობს ჰოსპიტალში. კარალელი გოგოა და დაოჯახებულია თერგვისში. მეუღლესთან ერთად თბილისში გადაიყვანეს." - აცხადებს ზურაბ ჯალაბაძე.

თუ სად მოხდა მისი დაინფიცირება, ამის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. 

,,ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა" - აცხადებენ გორის ჰოსპიტალში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები