ახალი ამბები
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 27-ით გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დღეს, პირველ მაისს დილის მონაცემებით, არის სულ – 566, რაც 27-ით მეტია წინა დღის საღამოს მონაცემთან შედარებით.

Stopcov.ge-ს ინფორმაციით, 566 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა – 184 და გარდაიცვალა – 6.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები