ახალი ამბები
კორონავირუსისგან საქართველოში მე-8 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსით, საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში, ცოვიდ-19 ით 8 ადამიანია გარდაცვლილი.

გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, - აღნიშნულის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ უთხრა სააგენტო ინტერპრესნიუსს.

როგორც ტურძელაძე განმარტავს, ქალი მარნეულიდან იყო:

"აღნიშნული პაციენტი გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე არ არის, თუმცა, ისიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი".

ახლახანს განახლდა მონაცემები მონაცემები stopcov.ge ზე სადაც 582 დასტურებული შემთხვევიდან 207 გამოჯანმრთელდა.

მეზობელ სომხეთში, 2,273 დადასტურებული შემთხვევიდან 33 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აზერბაიჯანში 1,854 დადასტურებული შემთხვევიდან 25 გარდაცვლილი.

პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ამ დორისათვის, მსოფლიოში 3,402,159 ინფიცირებული და 239,622 ადამიანია გარდაცვლილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები