ახალი ამბები
გორის სოფელ ფლავში COVID 19-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღებული 17 ნიმუშიდან კორონავირუსი კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა. დაინფიცირებული მოქალაქე სოფელ ფლავში ცხოვრობს.

ეპიდემიოლოგებმა მასშტაბური კვლევა მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც 29 აპრილს, გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდგინდა. მეორე დღეს ვირუსი მისი ოჯახის 3 წევს დაუდგინეს, 2 მაისს კი, COVID 19 კონტაქტის კოტაქტთან გამოვლინდა.

მედდა სოციალურ ქსელში წერს, რომ ფლავის შემთხვევასთან მას კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ფლავის შემთხვევა მედდის კლასტერს უკავშირდება.

ჯამში სოფელ თერგვისში მცხოვრებ მედდასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტში სულ 5 ადამიანი დაინფიცირებული. 4 თერგვისში, 1- ფლავში.

შიდა ქართლის გუბერნტორი აცხადებს, რომ ამ ორი სოფლის ჩაკეტვის საჭიროება ამ ეპატზე არ არსებობს.

stopcov.ge ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში სულ 582 დასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 207 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 8 ადამიანი.

მეზობელ სომხეთში, 2,273 დადასტურებული შემთხვევიდან 33 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აზერბაიჯანში 1,854 დადასტურებული შემთხვევიდან 25 გარდაცვლილი.

პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ამ დორისათვის, მსოფლიოში 3,402,159 ინფიცირებული და 239,622 ადამიანია გარდაცვლილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები