ახალი ამბები
COVID-19 საქართველოში უკვე 275-მა ადამიანმა დაამარცხა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 615 ადამიანიდან 275 გამოჯანმრთელდა.

დაავადებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა.

„დაგვემატა 5 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების შეჯერებით ,,კოვიდცენტრებში“ მკურნალობს 340 ადამიანი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მყოფ პაციენტთა რაოდენობას. ახალი შემთხვევებიდან ყველა წყარო ცნობილია, 3 საკარანტინო რეჟიმიდან არის. ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 47 პაციენტი. 1 არის საკმაოდ კრიტიკული, ჟანგბადდამოკიდებულია, მძიმეა ასაკისა და არსებული დაავადებების გამო. დაგვრჩა 1 პაციენტი მძიმე პნევმონიით და ასევე გვყავს საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის ინფიცირებულები,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

7 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 002 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 485. უცოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები