ახალი ამბები
11 მაისიდან თბილისი, 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისიდან კი მარნეული სრულად გაიხსნება
11 მაისიდან თბილისი, 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი გაიხსნება. საუბარია ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვის მოხსნაზე. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიროგი გახარიამ გააკეთა.

გახარიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების შერბილება არ შეეხება საკომენდანტო საათს და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქების გახსნის შემდეგაც დარჩება:

,,მოგეხსნებათ, ექვს ეტაპიანი გეგმა ორმელიც გვქონდა წარმოდგენილი, ვთქვით ეპიდემიოლოგიური მდგომაროებიდან გმაომდინარე შესაძლებელი იყო როგორც მისი აჩქარება, ასევე გადავადება. საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ

11 მაისიდან სრულად გიახსნება მიმოსვლა თბილისში. საუბარია, მოგეხსენებათ იყო ჩაკეტილი ქალაქი და თბილისში შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით ყველა შეზღუდვა იქნება მოხსნილი. 14 მაისიდან სრულად გაისნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. 18 მაისს კი სრულად გაიხსნება მარნეული” – ამბობს გახარია.

პრემიერ-მინისტრი მოაქალაეებს მოუწოდებს დაიცვან დისტანცირების წესები და გამოიყენონ პირბადე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე ქუჩაში, რადგან პანდემიასთან ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის.

გახარიას თქმითვე, მუნიციპალიტეტში გარკვეული რაოდენობის ტესტირების ჩატარების აუცილებლობა კიდევ არსებობს, ამიტომ მისი გახსნა, სხვა ქალაქებთან შედარებით, რამდენიმე დღით გვიან მოხდება:

,,მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი რაოდენობა ტესტებისა, რომელიც უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ გვჭირდება დამატებითი დრო,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები