ახალი ამბები
ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს Covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ
დღეს, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს და თანამშრომლებს Covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ.

შიდა ქართლის დაავადებათა ეროვნული კონტროლის სამსხურის თანამშრომლებმა ტესტირება თავშესაფრის 13 ბენეფიციარს და 5 თანამშრომლებს ჩაუტარეს.

ტესტების პასუხი რამოდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

კორონავირუსზე ტესტირება მოხუცთა თავშესაპრის ბენეფიციარებს, გაფართოებულ ტესტირების ფარგლებში ჩაუტარდათ, რომლის შესახებაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 28 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:

,,მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცთა თავშესაფარი და ისეთი პანსიონატები, სადაც მოთავსებული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ტესტირებაში ჩაერთვებიან,“- აღნიშნა ტიკარაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები