ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალი PCR სისტემით აღიჭურვება
ფოტოზე: სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი, 2019 წლის ფოტო

გორის ჰოსპიტალი PCR-სისტემით აღიჭურვება, რომლითაც შესაძლებელი გახდება შიდა ქართლში კორონავირუსისის დროული და ეფექტური გამოვლინება. ამ მიზნით ჰოსპიტალის ბიუჯეტიდან 128 000 ლარი გამოიყო. სისტემის მოწყობა ერთ თვეში დასრულდება.

,,ბოლო ორი თვის განმავლობაში, სამხედრო ჰოსპიტალმა 500-მდე სტაციონარული და 100-მდე ამბულატორიული პაციენტი მიიღო, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იყვნენ COVID-19 ინფექციით საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევებით. გამომდინარე იქიდან, რომ სამხედრო ჰოსპტალი, გარდა სამოქალაქო კონტინგენტისა, სრულ პატრონაჟს უწევს და პასუხისმგებელია სამხედრო მოსამსახურეები, მათი ოჯახის წევრებისა და თავდაცვის სამინისტორს სისტემაში მომუშავე პირთა ჯანმრთელობაზე, საჭიროა ჰოსპიტალი აღიჭურვოს თანამედროვე პჯრ სისტემით, რაც საშუალებას მოგვცემს სამუშაო პროცესი გახდეს მეტად მოქნილი, რაციონალური, ასევე დაიზოგება სახელმწიფო რესურსი, ნიმუშების ტრანსპორტირება, ჰოსპიტალში საწოლზე დაყოვნების ოპტიმიზება." - აღნიშნავენ გორის ჰოსპიტალში.

ცნობილია, რომ საქართველოში PCR/პჯრ კვლევას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის კველვითი ცენტრი.

ამ ეტაპზე დაავადება გადასულია აქტიური შიდა გავრცელების ფაზაში, დაწყებულია ინფიცირების რაოდენობებისა და შესაბამისად პაციენტთა ნაკადის ზრდა. შემთხვევების მატებასთან ერთად, გახანგრძლივდა შედეგების განსაზღვრის პროცესი, რაც იწვევს კლინიკაში დაყოვნების დროის ზრდას.

PCR მეთოდი ძირითადად მაღალსენსიტიურ და მაღალსპეციფიურ კვლევის მეთოდს წარმოადგენს, რომელიც დაავადებას ადგენს ყველაზე მაღალი სიზუსტით
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები