ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 23 ადამიანია ინფიცირებული
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის, სანიტარული ზედამხედველობის უფროსის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა.

" გუშინ ავიღეთ 43 ნიმუში და აქედან 1 ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან იზოლირებულ პალატაში. მათგან 15 რუსეთის სამხედრო აკადემიის კადეტია, ერთი ჯარისკაცია და 7 მოქალაქე, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვიდა." - თქვა გაგლოევამ

ოსური სააგენტოს ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში covid-19-ზე 388 ტესტია გაკეთებული. 193 ადამიანი, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, სამედიცინო დაწესებულებაში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალში კორონავირუსის პირველი 3 შემთხვევა 6 მაისს დაფიქსირდა და 11 მაისის მონაცემებით შემთხვევათა რაოდენობა 20-ით გაიზარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები