ახალი ამბები
დღეიდან გორში საკარანტინო საგუშაგოები გაუქმდება
ქალაქ გორის შესასვლელში საკარანტინო პუნქტები მოიხსნება. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

,,200 000 - მდე მოქალაქემ, 180 000-მდე მანქანა და 42 ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა პოსტების მუშაობის განმავლობაში" - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, 30 მარტიდან პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქალაქში შემსვლელ და გამვლელ მოქალაქეებს, ასევე მათ კუთვნილ ავტომანქანებს ამოწმებდნენ.

ასეთი პუნქტები საქართველოს 7 ქალაქშია გახსნილი. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შედარებით მკაცრი ზომების გატარება 30 მარტს გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები