ახალი ამბები
1 ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებული - COVID 19-ის ახალი მონაცემები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 702 გახდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 - ით გაიზარდა და 456 გახდა.

ახალი შემთხვევა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

"დღეს მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ინფიცირების 702 შემთხვევა გვყავს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით და 456-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. უკვე სხვაობა კარგად გაიზარდა და გამოჯანმრთელებულები 210-ით აჭარბებს. ერთი ახალი შემთხვევა ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ჩვენთან 30 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მდგომარეობა არ შეცლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია, გამოჯანმრთელებული 24-დან 1 ჩვენია და სხვა სიტუაცია უცვლელია", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა  მარინა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები