ახალი ამბები
ცხინვალში 25 სამხედრო კურსანტი კარანტინიდან გაიქცა
ცხინვალში 25 სამხედრო კურსანტი კარანტინიდან გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, შემთხვევა გუშინ შუადღეს მოხდა. დაახლოებით 14 საათზე ახალგაზრდებმა ჩანთები გაამზადეს და საკარანტინო სივრცე დატოვეს.

სამხედრო კურსანტები საკარანტინო სივრცეში მას შემდეგ იმყოფებიან, როდესაც ისინი რუსეთიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებლებიდან საკარანტინო დაწესებულებებმა სულ 250 სამხედრო კურსანტი მიიღო.

ისინი საკარანტინო სივრცეში 2 კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები