ახალი ამბები
ევროკავშირის მისია ოსურ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს
20 მაისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ გამყოფ ხაზთან უკანონოდ მოძრაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. სააგენტო ,,რესის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებისგან ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ.

ცხინვალის ,,კგბ" შიშობს, რომ აღნიშნული მანქანით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელებას ცდილობენ. უფრო მეტიც, ევროკავშირის მისიის ოფიცრების თანხლებით Private-ის ავტომანქანების საზღვარზე გამოჩენა პირდაპირ უკავშირდება ქართული მხარის გეგმას, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეაგროვოს ბიოლოგიური ნიმუშები...

,,ამასთან დაკავშირებით, ძირითად საგარეო საფრთხეს წარმოადგენს საქართველოდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში ინფექციის გადატანა", - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. ის "სამხრეთ ოსეთის" მცხოვრებთ მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ, სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინონ და არ დათანხმდნენ ქართული მხარის წინადადებებს სამედიცინო კვლევებში მონაწილეობის შესახებ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიაში, საქართველოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ, გამოქვეყნებულმა ცნობებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება არაზუსტად და სრულიად მცდარად აისახა. ასე ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ,,რესში" გამოქვეყნებულ სტატიას. მისიის განცხადებით, საქმე 26 აპრილს მომხდარ ფაქტს ეხება.

ევროკავშირის სადამკვირველო მისია აღნიშულ სტატიას განიხილავს, როგორც მისიის წინააღმდეგ მიმართულ, გამიზნულ და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითს:

,,26 და 27 აპრილს მისიამ უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებებს "პირადი მანქანების" შესახებ, რომლებიც ახლდა მის პატრულს. საპასუხოდ, მისიამ განმარტა, ისევე როგორც აქ განმარტავს, რომ დასახელებული მანქანები იყო სასწრაფო დახმარების მანქანები. სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა. ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში , მათ სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტო საგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია." - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

მისიის წარმომადგენლები კატეგორიულად განმარტავენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა. პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით. არც ერთ მოქალაქე სთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარ . არანაირი ნიმუშების შეგროვება არ მომხდარა და ამის განზრახვაც არ არსებობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, იგი ყოველდ ღიურად აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის COVID პანდემიის დროს. ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში, მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე ჯერ კიდევ 2014 წელს.

,,საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ . ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი ." - ვკითხულობთ განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები