ახალი ამბები
ცხინვალში COVID 19-ის ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ახალი, ერთი შემთხვევა დადასტურდა. რუსეთიდან დაბრუნებულ სამხედრო კურსანტს, კარანტინის პერიოდში, COVID-19 დაუდგინეს.

ჯამში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით 35 პირის დაინფიცირების ფაქტი ფიქსირდება, მათგან, 5 უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დანარჩენებს, ინფექციურ განყოფილებაში 29 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, 16 კადეტია, 11 სამოქალაქო პირი და 2 სამედიცინო მუშაკის წარმომადგენელი. საკარანტინო სივრცეში 150 პირი იმყოფება.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, კურსანტთა მორიგი ნაკადი პეტერბურგიდან ჩამოვიდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები