ახალი ამბები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 3 დაინფიცირდა და 16 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, სულ საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან გამოჯანმრთელებულია - 573.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით,ა ხალი სამი შემთხვევიდან ერთი სატვირტთო მანქანის მძღოლია, დანარჩენი ორი კი მანამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები