ახალი ამბები
კასპში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ხელფასებს უგვიანებენ
ყველა იმ ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ანაზღაურებას უგვიანებენ.

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ნუგზარ ნონიაშვილმა გვითხრა.

მისი თქმით, კასპის მერია თანხების გაუცემლობის შესახებ, კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა ,,დღესა-ხვალას" გადახდის პრინციპით, თანამშრომლებს აიმედებს:

,,ეს ადამიანები, ვისაც ხელფასებს არ აძლევენ, არიან აიპი-ს თანამშრომლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. ხელფასებს ელოდებოდნენ 20-21 მაისს. ძალიან ბევრი ადამიანის ოჯახი ამ ანაზღაურებაზეა დამოკიდებული. მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დროულად მოაგვაროს ეს პრობლემა." - ამბობს ნუგზარ ნონიაშვილი.

კასპის მერიაში აცხადებენ, რომ სახელფასო ანაზღაურების საკითხი დროულად გადაწყდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები