ახალი ამბები
მე-13 შემთხვევა შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქალს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდის კონტაქტია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი დღეს, დაახლოებით 18 საათზე მიიღეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, ქალი, ძირითადად, თბილისში, ქირით ცხოვრობდა.

მისი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა მუშაობა სოფელ ხიდისთავში უკვე დაიწყეს. ამ დროისათვის 6 კონტაქტი უკვე გადაყვანილი თვითიზოლაციაში:

,,ეს ქალი ქირით ცხოვრობდა თბილისში. ჩამოსული იყო სოფელ ხიდისთავში დედასთან და იმ პერიოდში ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, მათთან მიმდინარეობს კვლევა" - აცხადებს ეკა ქორჩაშვილი.

დღეს 12 ივნისს, შიდა ქართლში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა, 1 ქალი - ავეჯის მაღაზია ,,ემბავუდის" თანამშრომელი, 1 ქალი კასპში - რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდა; 1 ქალი - მედიის კონტაქტიმანამდე 10 შემთხვევა იყო დადასტურებული და 10-ვე გამოჯანმრთელებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები