ახალი ამბები
+1 (14) გორში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
გორში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებულია მამაკაცი, რომლის მეუღლე, ავეჯის მაღაზია ,,ემბავუდის" თანამშრომელია, თვითონ კი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" იურისტია.

ემბავუდის თანამშრომელს კი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა.

ეს უკვე მე-14 შემთხვევაა შიდა ქართლში.

10 გამოჯანმრთელებულია. ინფიცირებულია: გორში - 3; კასპი : - 1 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, 13 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ახლა 851-ს შეადგენს; ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი (ჯამში 702).

ეზუგბაიას თანახმად, ამ ახალი შემთხვევებიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 ადამიანი კი საკარანტინე სივრცეში იყო, 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, კი დანარჩენი 5-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ თქვა, თუ ამ 5 პირს, ვისი ინფიცირების წყარო უცნობია, მივამატებთ წინა დღეებში გამოვლენილ იმ 5 ინფიცირებულს, რომელთა ინფიცირების წყაროც ასევე არ იყო ნაპოვნი, ჯამურად 10 ასეთი შემთხვევა გამოდის; თუმცა მანვე აღნიშნა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, წინა 5-ის ინფიცირების წყარო დადგინდა თუ არა.

მთავრობის ვებ-გვერდის, სტოპცოვ.გე-მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 851

მათ შორის გამოჯანმრთელებული – 702

მათ შორის გარდაცვლილი – 13

კარანტინის რეჟიმში – 3026

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
Print

სტატიის გამოყენების პირობები