კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგებმა მუშაობა
განაახლეს. დღეს ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით 18 ნიმუში
შესამოწმებლად გააგზავნეს.
ეპიდემიოლოგების გააქტიურება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ერთ-ერთ ოჯახში
კორონავირუსით 5 ადამიანია დაინფიცირებული.
მათგან ერთ-ერთი რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია, რომლის
მეშვეობითაც, ეპიდემიოლოგების აზრით, ოჯახის დანარჩენი წევრები
დაინფიცირდნენ.
შიდა ქართლში კორონავირუსი ამჟამად 9 ადამიანს აქვს დადასტურებული.
აქედან:
2 - გორში (ცოლ-ქმარი, ემბავუდისა და კრისტალის თანამშრომლები)
1 - სოფელ ხიდისთავში (მედდის კონტაქტი).
1- სოფელ მირიანში (კასპი, მედდა).
5 - სოფელ მეტეხში (კასპი, მედდა და მისი ოჯახის წევრები).
სტატიის გამოყენების პირობები