ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა
სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

ამავე სააგენტოს ცნობით, კორინავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 81-ს მიაღწია. მათგან 43 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 17 ივნისის მონაცემებით, ბოქსირებულ განყოფილებაში 38 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 35 რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია.

"ახალი შემთხვევებიდან სამი სამხედრო კურსანტია, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან არიან ჩამოსულები, ხოლო მეოთხე - სამხედრო მოსამსახურეა. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. მთელი პერიოდის განმავლობაში ჩატარდა 2 037 ტესტი." - განმარტა დე-ფაქტო ხელისუფლების პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა, ანა გაგლოევმა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ინფექციის პირველი სამი შემთხვევა, 5 მაისს დაფიქსირდა.

ამჟამად, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 223-ზე მეტი ადამიანი, მათგან 119 რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებში, 26 კი თვითიზოლაციის პირობებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები