ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
Print

სტატიის გამოყენების პირობები