ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს მინისტრის მანქანას მიტოვებული სახლიდან ესროლეს
დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურორის განცხადებით,დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს მინისტრს, იგორ ნანიევს, რომელიც ავტომანქანა ნივით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. ავტომანქანაქანა ,,ნივას" დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს სხვა თანამშრომელი მართავდა.

შემთხვევა წუხელ დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურორის განცხადებით, გამოყენებულია ,,მაკაროვის" სისტემის იარაღი. ნივას მიტოვებული სახლიდან ესროლეს.

პროკურორის განცხადებით, ავტომანქანას ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. მიმდინარეობს გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე და 222-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას და ასევე, უკანონო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები