ახალი ამბები
26 აგვისტო: საქართველოში კორონავირუსის ახალი 7 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 7 შემთხვევა დადასტურდ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 2 სამედიცინო პერსონალია.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 4 კრიტიკული და 23 მძიმე პაციენტია. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1436 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1150-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

"დღეს დაგვემატა 7 ახალი პაციენტი და სულ არის 1436 დადატურებული შემთხვევა. მათგან, ერთი არის დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი არის შემოტანილი, მათ შორის ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ორი სამედიცინო პერსონალია. გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებიან. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია და 80% გახლავთ. დღევანდელი მონაცემების შეჯერებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 259 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრში კვლავ 21 პაციენტია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები