ახალი ამბები
27 აგვისტო: საქართველოში კორონავირუსის ახალი 11 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 11 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა.

ამის შესხებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი ინფორმაცით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 4 პაციენტი.

"მკურნალობას კოვიდცენტრებში გადის 230 ადამიანი. დღევანდელი მონაცემებით, 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში საშუალო სიმძიმისაა, შედარებით მცირეა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა.- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი 11 შემთხვევიდან ერთის წყარო "ლენჯერის კლასტერია", 6 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 კი შემოტანილი შემთხვევაა.

ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1447 გახდა, ხოლო გამოჯანმრთელებული - 1190.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები