ახალი ამბები
4 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 28 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 28 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 12 ,დონას" კლასტერიდან, ხოლო 3 რუსთავის ავერსის კლინის თანამშრომელი.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ,,დონას" (საკონდიტრო მაღაზია ბათუმში) კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევაა.

"დაგვემატა 28 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში ინფიცირებული 1596 გახლავთ. 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის "დონას" კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში აღნიშნულ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 3 არის რუსთავის "ავერსის" კლინიკის თანამშრომელი, 2 დადასტურებული შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები გახლავთ, 4 პაციენტზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოძიების მიზნით." - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ინფიცირებულთა რაოდენობა 1596 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კოვიდ ცენტრებში 275 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმე 3 პაციენტია, მძიმე 16 პაციენტი",-განაცხადა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები