ახალი ამბები
გორში პატარებმა მეზობლები საკუთარ კონცერტზე დაპატიჟეს
გორში პატარებმა მეზობლებს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. პანდემიის პირობებში, მშობლების დახმარებით, ძველი ტრადიციები გაიხსენეს.

სახლის ავტოფარეხში სცენა და კულისები მოაწყვეს. ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.

,,პატარებმა ბილეთები დაამზადეს და სიმბოლურ ფასად გაყიდეს. შეგროვებული თანხით ნაყინი და წვენები იყიდეს"-ამბობს ფოტოს ავტორი, ქეთევან ცაბაძე.

გორის მერიის ტურიზმის განყოფილების წარმომადგენელი, თამაზ მაყაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ყველა უბანში თუ გაიმართება, შესაძლებელია უბნებს შორის ტურნირის ჩატარებაც.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა დაწყებული. მაგალითად, 4 სექტემბერს ახალი, 28 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 12 პირი ბათუმის საკონდიტრო მაღაზიის ,,დონას" კლასტერის კონტაქტია, ხოლო 3 - რუსთავის ავერსის კლინის თანამშრომელი.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ,,დონას" (საკონდიტრო მაღაზია ბათუმში) კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევაა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ინფიცირებულთა რაოდენობა 1596 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კოვიდ ცენტრებში 275 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმე 3 პაციენტია, მძიმე 16 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები