ახალი ამბები
ღია სივრცეში ქორწილების, დაბადების დღეებისა და ქელეხების გამართვა აიკრძალა
10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა იკრძალება

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებელი იზრდება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის საჭირობის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა ქვეყანა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი 44 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 25 აჭარაში. ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე არის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, მძიმე - 17.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები