საქართველოში კორონავირუსის ახალი 57 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25
შემთხვევა აჭარას უკავშირდება.
დანარჩენი 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 ავტომობილის
მძღოლია. დაინფიცირებულია 5 სამედიცინო პერსონალი. 8 შემთხვევის წყარო
უცნობია.
"57 პაციენტიდან 25 პაციენტის წყარო არის აჭარა, პირდაპირი თუ
არაპირდაპირი კონტაქტებით. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 27
აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით 100 ათას მოსახლეზე ქვეყანაში
ავადობის მაჩვენებელი გახლავთ 10.2. აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი
არის 52.9, ანუ 100 ათას მოსახლეზე ავადობის რიცხვი. კოვიდცენტრებში
მკურნალობს 469 პაციენტი. აქედან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 4
პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 18, დანარჩენების
საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა",- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს
დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. გამოჯანმრთელებულების
რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19
პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
სტატიის გამოყენების პირობები