25 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე,
stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
4664-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი
გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები