ახალი ამბები
გორში კორონავირუსის ახალი 3 შემთხვევა დადასტურდა - ნადარბაზევსა და წმინდაწყალზე
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტში. მათგან ორი ნადარბაზევში, ერთი კი, - კომბინატის დასახლებაში, აფთიაქის თანამშრომელს.

ტესტის პასუხები დღეს საღამოს გახდა ცნობილი.

ნადარბაზევში დაინფიცირებულია კიდევ ორი მოსწავლე, ისინი იმ მოსწავლეებთან კონტაქტში მყოფი ბავშვები არიან, რომელსაც ცოვიდ_19 27 სექემბერს დაუდასტურდათ.

ვირუსი დაუდგინდა ასევე გორში, წმინდაწყლი დასახლებაში მდებარე GPჩ- ის აფთიაქის თანამშრომელს, რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია.

ნადარბაზევში პირველი შემთხვევა 22 სექტემბერს დადასტურდა. ვირუსი მამაკაცს დაუდგინდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, - მის შვილიშვილებს, რომლებიც სკოლაში 25 სექტემბრამდე დადიოდნენ.

30 სექტემბერს კი, კიდევ ორი მოსწავლე დაინფიცირდა.

ჯამში ნადარბაზევში ინფიცირების 5 შემთხვევაა. მოსწავლეები შავშვების საჯარო სკოლაში სწავლობენ. სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები