ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 64-ს მიაღწია
ახალი 549 შემთხვევიდან შიდა ქართლში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა სიმონ გულედანმა ისაუბრა. 

მისი თქმით, მეორე ტალღის პირობებში, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 64-ს მიაღწია. მათგან, 23 პაციენტი სახლში მკურნალობს.

„24 საათის განმავლობაში რეგიონში დაგვიფიქსირდა 4 შემთხვევა, აქედან ერთი არის ქიწნისის კლასტერი, ერთი - აჭარის კავშირი, ასევე სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთან კავშირი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, ადგილზე გადიან მკურნალობას. მოკვლეულია ყველა ახლო კონტაქტი და კონტაქტებიც გადასული არიან თვითიზოლაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 268.

ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 9 245 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 4 887 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 58.
Print

სტატიის გამოყენების პირობები