18 ოქტომბერი: საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 233
პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 8.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ - 8 060-ს, ხოლო გარდაცვლილთა
საერთო რიცხვმა 136-ს მიაღწია.
ამჟამად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. „კოვიდ“ სასტუმროში
მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ
გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები