ახალი ამბები
კასპში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ჯამში 38 ინფიცირებულია
ბოლო 24 საათში კასპში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ჯამში 19 ოქტომბრის მონაცემებით აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 38 ინფიცირებულია.

ამ 38-დან 26 პაციენტი ბინაზე მკურნალობს, 7 უსიმპტომო პაციენტია, რომლებიც კოვიდსასტუმროში იმყოფებიან. სტაციონარში გადაყვანილია 5 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ თვითიზოლაციაში 131 ადამიანი იმყოფება. 16 პირს მოეხნა თვითიზოლაციის რეჟიმი. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი.

19 ოქტომბრის მონაცემებით, შიდა ქართლში სულ 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, სიმონ გულედანი ამბობს, რომ ახალი ინფიცირებული ძირითადად გორსა და კასპშია. მათ თბილისთან ჰქონდათ კონტაქტი.

რაც შეეხება ხაშურს, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მუნიციპალიტეტში 5 ინფიცირებულია.

მთლიანად რეგიონში 207 კოვიდინფიცირებულია.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

„თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები